logo
ENG



ბრიტანეთი: რუსეთისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა გაწვეული პირების მომზადება, აღჭურვა

04 ოქტ 202209:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/04/e30fth0mc5faezg.jpg

ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ 2022 წლის 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას შემოდგომის გაწვევის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს 120 000 წვევამდელის მომზადებას. ამ წვევამდელებს კანონიერად აკრძალული აქვთ რუსეთის ფარგლებს გარეთ გასვლა. 

დაზვერვის ინფორმაციით, ეს არის დამატებითი ძალა, რომელიც არ შედის 21 სექტემბერს გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ბრძანების ფარგლებში.  

გაწვევა ჩვეულებრივზე ერთი თვით გვიან, 2022 წლის 1 ნოემბერს დაიწყება.

"გაწვევის დაგვიანებული დაწყება მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს არ აქვს უნარი მოამზადოს და აღჭურვოს ახალი, გაწვეული პერსონალის დიდი რაოდენობა."- წერს ბრიტანეთის დაზვერვა. 

მნიშვნელოვანი გამოწვევებია მობილიზებული და გაწვეული პერსონალის განთავსება, მომზადება და აღჭურვა.

"რუსეთის ადმინისტრაციულ და ლოჯისტიკურ სისტემებში არსებული ხარვეზები კვლავ ძირს უთხრის ამ ძალისხმევას."- განაცხადა დაზვერვამ. 


close დახურვა