logo
ENG



ბრიტანეთი: რუსეთმა დრონების გაშვების ადგილი შეცვალა, რადგან ყირიმს დაუცველად მიიჩნევს

17 დეკ 202214:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/17/uwaaw1znzrenips.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთმა ირანული დრონების გაშვების ადგილი შეცვალა, რადგან ყირიმს დაუცველად მიიჩნევს.

"ბოლო დღეებში რუსეთის შორი დისტანციური თავდასხმის კამპანია უკრაინის კრიტიკულ ეროვნულ ინფრასტრუქტურაზე გააქტიურდა. თავდასხმების ტალღა ძირითადად შედგებოდა საჰაერო და საზღვაო საკრუიზო რაკეტებისგან, ასევე მოიცავდა ირანის მიერ წარმოებულ უპილოტო თვითმფრინავებს, რომლებიც რუსეთის კრასნოდარის რეგიონიდან იყო გაშვებული.

ადრე ეს უპილოტო თვითმფრინავები ძირითადად ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან იყო გაშვებული", - ნათქვამია განცხადებაში.

ბრიტანეთის დაზვერვის თქმით, ირანული დრონების გაშვების ადგილის ცვლილება, სავარაუდოდ, გამოწვეულია რუსეთის შეშფოთებით ყირიმის დაუცველობასთან დაკავშირებით.


close დახურვა