დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, 2022 წლის 24 ოქტომბერს, რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ასაფეთქებელმა მოწყობილობამ დააზიანა რკინიგზა სოფელ ნოვოზიბკოვოს მახლობლად, რუსეთ-ბელარუსის საზღვრიდან დაახლოებით 15 კილომეტრში. ეს ხაზი წარმოადგენს მთავარ სარკინიგზო კავშირს რუსეთსა და სამხრეთ ბელარუსის შორის.
"მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსულმა ანტისაომარმა ჯგუფმა "Stop the Wagons" აიღო. ივნისის შემდეგ, ეს არის რუსეთის რკინიგზაზე დივერსიის მეექვსე შემთხვევა, რომელის შესახებაც ჯგუფმა განაცხადა. ინციდენტები ხდება ბელარუსის ტერიტორიაზეც. რუსეთის ხელისუფლება ადრეც ცდილობდა "Stop the Wagons"-ის ინტერნეტში აკრძალვას."- წერს დაზვერვა.
დაზვერვის განცხადებაში წერია, რომ რუსეთის არმია უკრაინაში ჯარების გადასაყვანად დიდწილად სარკინიგზო ტრანსპორტს იყენებს, მაგრამ ხელისუფლებამ ვერ შეძლო გზების დაცვა, რომელთა სიგრძე 33000 კილომეტრზე მეტია და ძირითადად გადის ნაკლებად დასახლებულ რაიონებში.
"ასეთი შედარებით მცირე, მაგრამ ეფექტური, ომის წინააღმდეგ განწყობილი ჯგუფების წარმატება, რომლებიც მიმართავენ ფიზიკურ დივერსიას, რუსეთის ხელმძღვანელობაში მზარდ შეშფოთებას უნდა იწვევდეს."- წერს ბრიტანეთის დაზვერვა.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine - 26 October 2022
Find out more about the UK government's response: https://t.co/sjWLyEfmxf
#StandWithUkraine pic.twitter.com/Ct2pdrwjTp
24 ოქტომბერს, ბრაიანსკის რაიონში, რკინიგზაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ააფეთქეს. ამის შესახებ, VKontakte-ს საკუთარ გვერდზე, რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბოგომაზმა განაცხადა. მისი თქმით, აფეთქება ნოვოზიბკოვისა და ზლინკას სადგურებს შორის მონაკვეთზე მოხდა. მსხვერპლი არ ყოფილა. დაზიანებულია რკინიგზის ლიანდაგები, შემთხვევის ადგილზე ოპერატიული სამსახურები მუშაობენ.