logo
ENG



ბრიტანეთი: უახლოეს მომავალში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა ბახმუტი ალყაში მოაქციოს

10 იან 202311:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/10/6uzxcgzncwhg1ha.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, უახლოეს მომავალში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა ბახმუტი ალყაში მოაქციოს.

"ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, რუსეთისა და ვაგნერის ძალებმა ტაქტიკური წინსვლა განახორციელეს ქალაქ სოლედარში და სავარაუდოდ, აკონტროლებენ ქალაქის უმეტეს ნაწილს. სოლედარი მდებარეობს ბახმუტიდან ჩრდილოეთით 10 კმ-ში, რომლის აღება, სავარაუდოდ, რუსეთის მთავარ ოპერატიულ მიზნად რჩება", - ნათქვამია განცხადებაში.

იანვრის დასაწყისში ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ ბახმუტის მახლობლად, რუსული ძალების ძლიერი შეტევის პერიოდი უკვე გავიდა და რუსეთის ფედერაციის შემდგომი წარმატებები ამ მიმართულებით, უახლოეს მომავალში, ნაკლებად სავარაუდოა.

როგორც დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ 24 დეკემბერს განაცხადა, რუსეთის ძალებს ეწურებათ საარტილერიო ტყვია-წამლის მარაგები რაც ფართომასშტაბიანი თავდასხმითი ოპერაციებისთვისაა საჭირო. კვლევითი ინსტიტუტი ასევე აცხადებს, რომ სავარაუდოდ, რუსეთს გაუჭირდება შეტევითი ოპერაციების ტემპის შენარჩუნება. 

ISW-ის შეფასებით, რუსეთი ნოემბერი-დეკემბრის პერიოდში ნაკლები წინსვლა ჰქონდათ ვიდრე ოქტომბერში.


close დახურვა