ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, უკრაინის შეტევითი ოპერაციების ფონზე რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ საკუთარი იმიჯის გაუმჯობესებას ცდილობს.
"რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ პოზიტიური იმიჯის შენარჩუნებას ცდილობს, მიუხედავად იმისა, რომ მას სულ უფრო ხშირად აკრიტიკებენ რუსეთის ფედერაციაში.
გასული კვირის განმავლობაში, შოიგუ საკმაოდ აქტიურად ჩნდებოდა საჯარო სივრცეში და სავარაუდოდ, ცდილობდა დაერწმუნებინა საკუთარი თავი, რომ ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხს აკონტროლებს. ამის ფონზე კი უკრაინა შეტევით ოპერაციებს ახორციელებს", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.
დაზვერვის თქმით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სულ მცირე ორი კომენტარი გააკეთა რუსეთის თავდაცვითი ოპერაციების შესახებ, მათ შორის განცხადებები უკრაინის დანაკარგების შესახებ, რომლებიც უხეშად გაზვიადებულია.
"შოიგუს, სავარაუდოდ კარგად ესმის, რომ საჭიროა პოზიტიური იმიჯის შენარჩუნების აუცილებლობა ზოგიერთი მისი თანამემამულის მხრიდან მზარდი ღია კრიტიკის ფონზე", - ნათქვამია განცხადებაში.