logo
ENG



ბრიტანეთი: უკრაინის ძალების დიდმა ნაწილმა, სავარაუდოდ, დატოვა სევეროდონეცკი

26 ივნ 202213:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/26/tnlngy9ntnlm1j2.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, უკრაინის ძალების ძირითადმა ნაწილმა სავარაუდოდ დატოვა დონბასის ქალაქ სევეროდონეცკში არსებული თავდაცვითი პოზიციები.

დაზვერვის თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა გეგმა უკრაინის დიდი ნაწილის დაპყრობიდან დონბასზე კონცენტრირებულ შეტევაზე შეცვალა, რუსეთისთვის ამ შეზღუდული მიზნების ფარგლებში სევეროდონეცკის დაკავება წარმატებაა.

„ეს დასახლება იყო მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ცენტრი და სტრატეგიული პოზიცია უკავია მდინარე სივერსკი დონეცზე“ - წერია განცხადებაში.

თუმცა ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ეს მხოლოდ ერთია იმ რთული ობიექტებიდან რომელთა დაკავებაც რუსეთს იმისთვის სჭირდება, რომ დონბასის ოკუპაცია მოახდინოს. დაზვერვის ცნობით, ოკუპანტების მიზანი ამ ეტაპზე კრამატორსკში დაწინაურება და ქალაქი დონეცკამდე მთავარი მოსამარაგებელი გზების დაკავებაა.

 

close დახურვა