ბრიტანეთმა რუსეთს დამატებითი სანქციები უწესებს.
სანქციები მოიცავს:
- რუსეთის უმსხვილესი ბანკის, სბერბანკის აქტივების გაყინვას
- ყველა ბრიტანული ინვესტიციის აკრძალვა რუსეთში - 2020 წელს მათი ღირებულება 11 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენდა;
- რუსული ქვანახშირის და ნავთობის იმპორტის შეწყვეტის ვალდებულება წლის ბოლომდე - გეგმით, რომ შეწყდეს გაზის იმპორტი რაც შეიძლება სწრაფად.
- რკინის და ფოლადის პროდუქტების იმპორტის აკრძალვა.
ბრიტანეთი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები დაუწესა.
წარმოდგენილი პაკეტი სანქციების მეხუთე ეტაპია.
"ეს კიდევ ერთი დიდი დარტყმა იქნება რუსეთის ეკონომიკისთვის და კიდევ უფრო შეზღუდავს მათ სამომავლო შესაძლებლობებს".- ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.