logo
ENG



ბრიტანეთის არმიის მეთაური: უკრაინის გადასაწყვეტია, როდის გამართავს მოლაპარაკებას რუსეთთან

13 ნოე 202218:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/13/9rhugczlnr4rsk8.jpg

ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების თავდაცვის შტაბის უფროსის, ადმირალ ტონი რადაკინის განცხადებით, უკრაინის გადასაწყვეტია, როდის გამართავს მოლაპარაკებას რუსეთთან.

კითხვაზე უნდა დაჯდეს თუ არა უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან, რადაკინმა უპასუხა, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მიიღოს.

"ჩვენ უნდა გამოვხატოთ პატივისცემა და ვაღიაროთ, რომ ეს არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც განსაზღვრავს თავის ერს, ის გადაწყვეტს როდის იქნება შესაფერისი მომენტი მოლაპარაკებისთვის.

ხერსონის დაბრუნების შემდეგ, ბრიტანეთის მხარდაჭერა უცვლელი დარჩება. დიდი ბრიტანეთი ყოველთვის მხარს უჭერდა პრეზიდენტ ზელენსკის", - თქვა ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების თავდაცვის შტაბის უფროსმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა