logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინაში მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწია

23 აპრ 202209:46
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/23/bx07gudjx955vsh.jpg

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთის ჯარებმა უკრაინაში მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწიეს.

"გაზრდილი აქტიურობის მიუხედავად, რუსულმა ძალებმა ვერ მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას ბოლო 24 საათში", - აღნიშნავენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.

გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ რუსეთის საჰაერო და საზღვაო ძალებმა ვერ დაამყარეს კონტროლი ვერც ერთ სფეროში "უკრაინის საჰაერო და საზღვაო თავდაცვის ეფექტურობის გამო, რაც ამცირებს მათ შესაძლებლობას მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევაში".

დაზვერვაში აცხადებენ, რომ მიუხედავად რუსეთის განცხადებისა, რომ მათ მარიუპოლი დაიკავეს "მძიმე ბრძოლები გრძელდება, რაც აფერხებს რუსეთის მცდელობებს ქალაქის აღებისას".

"ეს ანელებს მათ სასურველ პროგრესს", - აცხადებენ სამინისტროში.

გასულ კვირას რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინაში ე.წ. სპეცოპერაციის მეორე ეტაპს იწყებდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთმა კიევისა და ჩერნიგოვის ოლქები დატოვა და ამ რეგიონებში დიდი ქალაქების დაკავება ვერ მოახერხა.


close დახურვა