logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე რუსეთის შეტევა თითქმის შეჩერებულია

25 მარ 202315:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/25/vpna1i0p3i5qri7.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე რუსეთის შეტევა თითქმის შეჩერებულია.

"დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე რუსეთის შეტევა თითქმის შეჩერებულია. ეს, უპირველეს ყოვლისა, რუსული ჯარების უკიდურესი გაფუჭების შედეგია", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

დაზვერვა აღნიშნავს, რომ უკრაინამ ასევე დიდი ზარალი განიცადა ქალაქის თავდაცვის დროს. ამასთან, ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსეთის პრობლემები გამწვავდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და "ვაგნერელთა" შორის დაძაბულობის გამო, რომელთა წარმომადგენლები ბახმუტის მიმართულებით იბრძვიან.

"რუსეთმა გადაიტანა თავისი ოპერაციული აქცენტი ავდეევკაზე, ბახმუტის სამხრეთით და კრემენაია-სვატოვოს სექტორზე ჩრდილოეთით. ეს ის რეგიონებია, სადაც რუსეთი, სავარაუდოდ, მხოლოდ ფრონტის ხაზის სტაბილიზაციას ცდილობს", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა