ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ვაგნერელების უმეტესობა ახლა ბახმუტიდან გაყვანილია.
დაზვერვა აღნიშნავს, რომ ბოლო 48 საათის განმავლობაში, ფრონტის ბევრ სექტორზე საომარი მოქმედებების ინტენსივობა გაიზარდა. მათ შორის იქაც, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში შედარებით მშვიდი ვითარება იყო. ამავდროულად, მტრობამ დაჯგუფება ვაგნერსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის უპრეცედენტო დონეს მიაღწია.
"ვაგნერის ძალების უმეტესობა ახლა ბახმუტიდან გაყვანილია. ვინაიდან, რუსეთს არ გააჩნია სარეზერვო ნაწილები, რამდენად დაექვემდებარება ვაგნერი თავდაცვის სამინისტროს, ეს იქნება მთავარი ფაქტორი კონფლიქტში უახლოეს კვირებში", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.
27 მაისს, ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა მისი დაქირავებული მებრძოლების ბახმუტიდან გაყვანა დაიწყო, რათა პოზიციებზე კონტროლი რუსეთის არმიის რეგულარული ჯარებისთვის გადაეცა.