logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: ვაგნერის მებრძოლები უკრაინაში საბრძოლველად ბრუნდებიან

29 სექ 202314:45
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/29/zg3we803b8ospfp.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ვაგნერის მებრძოლები უკრაინაში საბრძოლველად ბრუნდებიან.

"სავარაუდოდ, [ვაგნერელები] რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალების ნაწილებსა და სხვადასხვა დაჯგუფებებში გადაიყვანეს. ვაგნერელთა ძალები დონეცკის ოლქის ბახმუტის გარშემო იქნებიან კონცენტრირებული.

მათი გამოცდილება, სავარაუდოდ, განსაკუთრებით მოთხოვნადი იქნება ამ სექტორში [ბახმუტთან]. ბევრი მათგანი იცნობს ამჟამინდელ ფრონტის ხაზს და ადგილობრივ უკრაინულ ტაქტიკას. ისინი [ვაგნერელები] ზამთარში ამავე ტერიტორიაზე იბრძოდნენ", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

ვაგნერის მებრძოლებმა უკრაინა პრიგოჟინის აჯანყებამდე, ივნისის დასაწყისში დატოვეს. 25 აგვისტოს, პენტაგონის წარმომადგენელმა, პეტ რაიდერმა განაცხადა, რომ ვაგნერი აღარ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი უკრაინის ომში.

24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ,  პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

23 აგვისტოს, ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა, მგზავრებს შორის დაჯგუფება ვაგენერის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინიც იყო. პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავეცკის თქმით, პრიგოჟინის გარდაცვალების შემდეგ, ვაგნერზე კონტროლი პირდაპირ კრემლზე გადავა და ეს მას პოტენციურად სახიფათოს ხდის.


close დახურვა