დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განცხადებით, გავრცელებული კორუფცია და ცუდი ლოგისტიკა რჩება რუსეთის წარუმატებლობის მთავარ მიზეზად უკრაინაში.
ყოველდღიურ მიმოხილვაში დაზვერვის სამსახური წერს, რომ ბოლო ორ კვირაში უკრაინაში მობილიზებული რუსები გადაისროლეს. მათი ეკიპირების საშუალო დონე კი, სავარაუდოდ, დაბალია. მათივე თქმით, ბევრ რეზერვისტს, სავარაუდოდ, თვითონ მოუწევს ჯავშანჟილეტის ყიდვა.
"2020 წელს რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუს სამხედროებს "რატნიკის" ჯავშანჟილეტის 300 000 კომპლექტი გადასცეს, რაც საკმარისი იყო უკრაინაში ამჟამად დისლოცირებული ძალების აღჭურვისთვის. გავრცელებული კორუფცია და ცუდი ლოგისტიკა რჩება ძირითად მიზეზად რუსეთის უკრაინაში წარუმატებლობისა", - აღნიშნულია მიმოხილვაში.