ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, კრემლი მასიურად ათავისუფლებს სამხედრო მეთაურებს, რომლებმაც უკრაინის აღება ვერ შეძლეს.
"უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის მეცხრე თვეში, რუსეთის უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობას შორის თანამდებობიდან გათავისუფლება არის მაგალითი იმისა, რომ კრემლი ადანაშაულებს მეთაურებს ბრძოლის ველზე მიზნების შეუსრულებლობაში," - ნათქვამია განცხადებაში.
6 ნოემბრის ბრიტანული დაზვერვის ანგარიშის თანახმად, სამხედრო მეთაურების გათავისუფლება არის მცდელობა, რომ ეს ბრალი მოეხსნას რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელმძღვანელობას შიდა აუდიტორიის თვალში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 7 დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინელებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები 14 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.