logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: მარიუპოლთან რუსეთის მიღწევები ძირითადად სამხრეთ ნაწილშია

28 მარ 202213:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/28/kcbd7f62o3kf7yb.jpg

გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, მარიუპოლთან რუსების მიღწევები ძირითადად სამხრეთ ნაწილშია.

"რუსეთმა მარიუპოლის სამხრეთით ყველაზე მეტი ადგილი დაიკავეს,  სადაც მძიმე შეტაკებები გრძელდება. რუსეთი ცდილობს პორტის ხელში ჩაგდებას“. - წერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე.

სამინისტრომ განაცხადა, რომ ოკუპირებულ უკრაინაში რუსული ძალების განლაგებაში არავითარი მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა.

„მიმდინარე ლოგისტიკური დეფიციტთან ერთად, უკრაინელების აგრესიულმა ბრძოლებმა რუს სამხედროებს შორის მოტივაციისა და მორალის ნაკლებობა გამოიწვია". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან მარიუპოლი მათი უპირველესი სამიზნე იყო მისი სტრატეგიული პორტის გამო. ქალაქი უწყვეტი დაბომბვის მსხვერპლი გახდა. მარიუპოლის შენობების 90% განადგურებულია.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ პორტის ალყას "ჰუმანიტარული კატასტროფა" უწოდა. მისი მტკიცებით რუსულმა ძალებმა ქალაქიდან 2000-ზე მეტი ბავშვი გაიყვანეს. 


close დახურვა