დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, კუნძულ ზმეინზე შეტაკებები გრძელდება.
მათი ინფორმაციით, უკრაინამ ბაირაქტარის დრონებით წარმატებით შეუტია რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებს.
ბრიტანეთი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც რუსულმა საზღვაო ძალებმა გემი მოსკვას ჩაძირვის შემდეგ უკან დაიხიეს და ყირიმში დაბრუნდნენ რუსეთის მომმარაგებელი ხომალდები შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში მინიმალურადაა დაცული.
ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ ზმეინის კუნძულზე რუსეთის მხრიდან ძალების გაზრდის მცდელობები უკრაინას რუს ჯარისკაცებთან და გაცვეთილ ტექნიკასთან შეტაკებების შესაძლებლობას აძლევს.
ბრიტანეთის ცნობით, თუ რუსეთი ზმეინის კუნძულზე სტრატეგიულ საჰაერო თავდაცვის ძალებსა და სასაზღვრო ფრთოსანი რაკეტებს მოაბილიზებს, მან შესაძლოა, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში უპირატესობა მოიპოვოს.