logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსებმა დიდწილად შეაჩერეს ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების განლაგება

29 ნოე 202213:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/29/yis9wqqfbljy7fs.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსებმა დიდწილად შეაჩერეს ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების განლაგება უკრაინაში.

"ბოლო სამი თვის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა დიდწილად შეაჩერეს ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების განლაგება უკრაინაში, რადგან მათ გარკვეული სისუსტეები აჩვენეს მაღალი ინტენსივობის ბრძოლის დროს.

ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების ზოგიერთი შიდა ნაკლოვანება გამოვლინდა უკრაინის ომის მაღალი ინტენსივობის, ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების დროს. ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების მიერ გამოყოფილი საბრძოლო ქვეითების შედარებით მცირე რაოდენობა ხშირად არასაკმარისია", - ნათქვამია განცხადებაში.

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, არტილერიის დეცენტრალიზებული განაწილება არ აძლევდა საშუალებას რუსეთს სრულად გამოეყენებინა თავისი უპირატესობა იარაღის რაოდენობაში.


close დახურვა