logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსებს აპრილში ნაკლები სამხედრო დანაკარგი აქვთ

25 აპრ 202312:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/25/dmmxll0g07h9ofi.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსებს აპრილში ნაკლები სამხედრო დანაკარგი აქვთ, რადგან ისინი თავდაცვაზე გადავიდნენ.

"აპრილში, რუსული საოკუპაციო ძალების დანაკარგები შესამჩნევად შემცირდა წინა თვეებთან შედარებით - როგორც ჩანს, თავდაცვაზე გადასვლის გამო. 2023 წლის აპრილში, რუსების ყოველდღიური დანაკარგები, დიდი ალბათობით, დაახლოებით 30%-ით შემცირდა", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, სავარაუდოდ, რუსეთის მსხვერპლი მას შემდეგ შემცირდა, რაც მათი ზამთრის შეტევის მცდელობები არ ჩავარდნილა. ამასთან, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსული ძალები ახლა ორიენტირებული არიან უკრაინის მოსალოდნელი კონტრშეტევისთვის მომზადებაზე.

"რუსების მიერ აშენებულმა თავდაცვის ხაზებმა ზაპოროჟიეს ოლქის გასწვრივ, შესაძლოა, გარკვეული სირთულეები შეუქმნას უკრაინის კონტრშეტევას, მაგრამ მათი ეფექტურობა დამოკიდებული იქნება იმაზე, ჰყავს თუ არა რუსულ არმიას საკმარისი სამხედრო პერსონალი", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა