ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი 9 მაისს აღლუმებს აუქმებს.
"რუსეთში ე.წ. გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გაუქმება მთელ რიგ რეგიონებში, შესაძლოა, უპილოტო თვითმფრინავების ბოლო თავდასხმებზე მიუთითებდეს.
რუსეთის უკვე ექვსმა რეგიონმა და 21-მა ქალაქმა, ასევე დროებით ოკუპირებული ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლებამ 9 მაისს აღლუმები გააუქმა. გარდა ამისა, კრემლი ამ დღეს საზეიმო მიღებას არ გამართავს, მოსკოვში კი "დღესასწაული", სავარაუდოდ, უფრო მცირე მასშტაბით გაიმართება", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.
უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია ჰუმენიუკის თქმით, რუსეთმა, შესაძლოა, 9 მაისს უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელოს.
"კრემლის დიქტატორმა, ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რომ 2 და 9 მაისი რუსეთისთვის წმინდა თარიღებია. ამიტომ, აღნიშნულ დღეებში შესაძლებელია, რომ ჩვენს ქვეყანაზე სარაკეტო თავდასხმები განახორციელონ. მათ მომზადება სჭირდებათ", - თქვა ჰუმენიუკმა.