logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი აძლიერებს პოზიციებს უკრაინელების წინსვლის თავიდან ასაცილებლად

08 ნოე 202211:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/08/jmnue38vhbssktu.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი აძლიერებს პოზიციებს უკრაინელების წინსვლის თავიდან ასაცილებლად.

"რუსეთი ახორციელებს მნიშვნელოვან ძალისხმევას, რათა სიღრმისეულად მოამზადოს თავდაცვა ამჟამინდელი ფრონტის ხაზის უკან, რათა თავიდან აიცილოს უკრაინის სწრაფი წინსვლა გარღვევის შემთხვევაში.

კერძოდ, რუსეთმა მარიუპოლის გარშემო თავდაცვითი სტრუქტურების მშენებლობა დაიწყო. ამისათვის ორი ქარხანა აწარმოებს ბეტონის პირამიდულ ტანკსაწინააღმდეგო კონსტრუქციებს, რომლებიც ცნობილია როგორც "დრაკონის კბილები", - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას შეექმნა მთელი რიგი პრობლემები, რის გამოც რუსული ძალები ჰაერში უპირატესობის მოპოვებას უახლოესი თვეები ვერ შეძლებენ.


close დახურვა