logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი დონეცკის რეგიონში, ახალი მიმართულებით წინსვლას გეგმავს

31 იან 202312:29
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/31/88bvahxa718i8sc.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთი დონეცკის რეგიონში, ახალი მიმართულებით წინსვლას გეგმავს.

"რუსი ოკუპანტები გადავიდნენ ვუჰლედარზე კოორდინირებულ თავდასხმაზე და სავარაუდოდ, დონეცკის რეგიონში, ახალი მიმართულებით წინსვლას გეგმავენ. ბოლო სამი დღის განმავლობაში, რუსეთმა, სავარაუდოდ, ქალაქ პავლოვკასა და ვუჰლედარზე თავდასხმები უფრო შეთანხმებულ თავდასხმად აქცია", - ნათქვამია განცხადებაში.

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ფედერაციას ჰყავდეს საკმარისი უმოქმედო ჯარი რეგიონში მნიშვნელოვანი ოპერატიული გარღვევის მისაღწევად.

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენლის, სერგეი ჩერევატის თქმით, რუსები რამდენიმე თვეა ცდილობენ უკრაინელების თავდაცვის გარღვევას.


close დახურვა