logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი სევეროდონეცკი-ლისიჩანსკის ტერიტორიაზე დაწინაურებას აგრძელებს

25 ივნ 202211:51
3 წუთის საკითხავი
clock 987
ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი სევეროდონეცკი-ლისიჩანსკის ტერიტორიაზე დაწინაურებას აგრძელებს

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, უკრაინა, სავარაუდოდ, თავდაცვითი ძალების გადაჯგუფებებს ახორციელებს სევერდონეცკი-ლისიჩანსკის სექტორში, რუსული ჯავშანტრნსპორტი კი აგრძელებს სამხრეთ ღერძზე დაწინაურებას. 

ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ივნისის დაწყებიდან რუსეთის მაღალმა სარდლობამ უკრაინასთან ომში მნიშვნელოვან ოპერაციული სარდლობის როლებს, სავარაუდოდ, რამდენიმე გენერალი ჩამოაშორა .

“მათ შორის არიან საავიაციო-სადესანტო ძალების (VDV) მეთაური, გენერალ- პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვი და სამხრეთის ძალების ჯგუფის (SGF) მეთაური, არმიის გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი. დვრნიკოვი რაღაც პერიოდით ასევე, სავარაუდოდ მთლიანი ოპერაციის მეთაურის როლსაც ასრულებდა” - წერია განცხადებაში. 

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, SGF-ის მხრიდან დონბასზე შეტევის ოპერაციის მეთაური სავარაუდოდ პოლკოვნიკ-გენერალი სერგეი სუროვიკინი გახდება. ბრიტანეთი იუწყება, რომ სუროვიკინის 30 წელზე ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ხშირი იყო მის მიმართ კორუფციისა და სისასტიკის ბრალდებები. 


close დახურვა