logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი სევეროდონეცკის დიდ ნაწილს აკონტროლებს

02 ივნ 202211:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/02/tkc9xfx2oab1q7t.jpg

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი სევეროდონეცკის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ამის შესახებ ყოველდღიურ ანალიტიკურ მიმოხილვაშია საუბარი.

დაზვერვის ცნობით, ქალაქ ლისიჩანსკამდე გზა, დიდი ალბათობით, ისევ უკრაინელების კონტროლის ქვეშაა, თუმცა რუსული ჯარი, არტილერიის დიდი კონცენტრაციის ხარჯზე, აგრძელებს წინსვლას, თუმცა მნიშვნელოვანი დანაკარგებით.

ლუჰანსკის რეგიონზე კონტროლის გასამყარებლად და დონეცკში ძალების გადართვის მიზნით, რუსეთის არმიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გადავიდეს მდინარე ჩრდილოეთის დონეცზე, რომელიც ბუნებრივი ბარიერია მისი შეტევისთვის.

"პოტენციური გადასვლებია სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს შორის და ცოტა ხნის წინ დაკავებულ ლიმანში. თუმცაღა უკრაინული არმია, დიდი ალბათობით, მდინარის ნაპირებს კვლავ კონტროლს და მან ააფეთქა ხიდები", - აღნიშნულია დაზვერვის განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ რუსეთს ტაქტიკური პაუზა დასჭირდება, რათა მდინარეზე გადავიდეს.


close დახურვა