logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთის სამხედრო აკადემიები მომზადების კურსებს ამცირებენ

16 სექ 202210:19
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/16/dy9hqyd82ea90ju.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, კრემლთან დაკავშირებული რუსული კერძო სამხედრო კომპანია, Wagner Group, სულ მცირე, ივლისიდან აწარმოებს კამპანიას სამსახურში რუსი მსჯავრდებულების აყვანის მიზნით. პატიმრებს სასჯელის შემსუბუქება და ფულადი წახალისება შესთავაზეს.

ახლახან გამოქვეყნებული ვიდეო, დიდი ალბათობით, აჩვენებს, რომ ვაგნერის მფლობელი, ევგენი პრიგოჟინი პატიმართა რეკრუტირებას ახორციელებს. ვიდეოში პრიგოჟინი ხაზს უსვამს, რომ ის "მებრძოლებს მხოლოდ თავდასხმითი შეტევებისთვის" ეძებს.

დაზვერვის თქმით, რუსეთის სამხედრო აკადემიები მომზადების კურსებს ამცირებენ და სამხედრო სასწავლებლის კურსანტების მომზადებას აჩქარებენ. რუსეთის ცოცხალი ძალის გამოწვევა სულ უფრო აშკარა და მწვავე ხდება.

"კადეტთა მომზადების დაჩქარება და ვაგნერის მოთხოვნა თავდასხმის ჯარებზე მიგვანიშნებს, რომ სამხედრო დაკომპლექტების კრიზისის ფარგლებში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, სავარაუდოდ, საბრძოლო ქვეითი და უმცროსი მეთაურების დეფიციტია."- წერს ბრიტანეთის დაზვერვა. 


close დახურვა