logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთის შეტევა ბახმუტთან, სავარაუდოდ, შესუსტდება

22 მარ 202314:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/22/4nskaujdyg63u1j.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთის შეტევა ბახმუტთან, სავარაუდოდ, შესუსტდება.

"ბახმუტთან რუსული ძალების წინსვლა შესუსტებას იწყებს, თუმცა, ქალაქის დამცველებისთვის მდგომარეობა მძიმე რჩება.

ბრძოლა გრძელდება ქალაქის ცენტრში, უკრაინელი დამცველები საფრთხის ქვეშ რჩებიან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ალყაში მოქცევის გამო. ზოგიერთი რუსული შენაერთი ფრონტის სხვა სექტორებში გადადის", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

20 მარტს, ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ დონეცკის ოლქის ქალაქი ავდეევკა ახლა დიდწილად განადგურებულია, სადაც რუსეთის ოპერაციას ძირითადად "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" პირველი არმიის კორპუსი ახორციელებს. დაზვერვის თქმით, ტაქტიკურად, მსგავსი სიტუაციაა უფრო დიდ ქალაქში, ბახმუტში, ჩრდილოეთით. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ჯარები უკრაინის რეგიონებზე შეტევას აგრძელებენ. მათი თავდასხმის ძირითადი მიმართულებებია ლიმანი, ბახმუტი, ავდეევკა, მარინკა და შახტიორსკი.


close დახურვა