logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა იზიუმთან 22 ბატალიონი განათავსა, რათა ჩრდილოეთით დაწინაურდეს

04 მაი 202210:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/04/fmegfq6j7hozzai.jpg
Mstyslav Chernov / AP

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა იზიუმის სიახლოვეს ტაქტიკური ჯგუფის 22 ბატალიონი განათავსა, რათა დონბასის ჩრდილოეთით დაწინურდეს.

ბრიტანეთის დაზვერვა ასევე აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთი სავარაუდოდ გეგმავს გასცდეს იზიუმს და სხვა ქალაქები, მათ შორის კრამატორსკი და სევეროდონეცკი დაიკავოს.

ახალი ტერიტორიების დაკავებით კი, დაზვერვის ცნობით, რუსული ჯარი დონბასის ჩრდილო-აღმოსავლეთზე სამხედრო კონტროლის დაკავებასაა და ამ რეგიონის უკრაინული ძალებისგან იზოლირებას ეცდება.


close დახურვა