logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა კრემენაიას რეგიონში სადესანტო ჯარები განალაგა

12 იან 202316:22
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/12/e8km2ta8r8wd7jv.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთმა კრემენაიას რეგიონში სადესანტო ჯარები განალაგა.

"რუსეთის ფედერაცია, რომელიც აგრძელებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, განალაგებს საჰაერო-სადესანტო ჯარებს პრობლემური სექტორების გასაძლიერებლად ოკუპირებული დონბასის ფრონტის ხაზზე", - ნათქვამია განცხადებაში.

ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. ბოლო ორი დღის განმავლობაში, მძიმე ბრძოლები გაგრძელდა დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარისა და ლუჰანსკის ოლქის კრემენაიას გარშემო.

მანამდე, 2022 წლის ნოემბრამდე, რუსეთმა განალაგა თითქმის ყველა საჰაერო-სადესანტო ძალები, როგორც გრძელვადიანი სახმელეთო ჯარები, რათა დაეკავებინათ პოზიციები ფრონტის ხაზზე, ხერსონის რეგიონში.

უკრაინის ცნობით, რუსებს ლუჰანსკის ოლქში კრემენაიას დეოკუპაციის ეშინიათ, ამიტომ, იქ პოზოციებს აძლიერებენ. თუმცა უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამან სიტუაცია არ შეცვალა.


close დახურვა