logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა რეგულარულად დაიწყო ირანული წარმოების დრონების მიღება

26 მარ 202313:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/26/ri5dd71f6868v6j.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთმა რეგულარულად დაიწყო ირანული წარმოების დრონების მიღება.

დაზვერვის თქმით, მარტის დასაწყისიდან, რუსეთმა უკრაინაში ირანული წარმოების 71 უპილოტო თვითმფრინავი Shahed გაუშვა.

"სავარაუდოდ, რუსეთმა რეგულარულად დაიწყო Shahed უპილოტო თვითმფრინავების მცირე პარტიების მიღება. რუსეთი ამ უპილოტო თვითმფრინავებს, სავარაუდოდ, ორი მიმართულებით უშვებს: აღმოსავლეთით რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ოლქიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთით რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის ოლქიდან.

ეს საშუალებას აძლევს რუსეთს, მანევრირება მოახდინოს უკრაინის ფართო სექტორზე და შეამციროს ფრენის დრო ჩრდილოეთ უკრაინის სამიზნეებისკენ. ასევე, სავარაუდოა, რომ ეს არის უკრაინის საჰაერო თავდაცვის გადატვირთვის კიდევ ერთი მცდელობა", - ნათქვამია განცხადებაში.

25 თებერვალს, ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს ირანული კამიკაძე დრონები ამოეწურა და მათი შევსების მიზნით სხვადასხვა გზას ეძებს. თუმცა, 27 თებერვლის ღამეს, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 14 ირანული დრონი გაუშვა. თავდაცვის ძალებმა 14 დრონიდან 11 გაანადგურეს.


close დახურვა