logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა საგრძნობლად შეამცირა თვითმფრინავების რაოდენობა ომში

05 დეკ 202213:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/05/ktuag19qsijvi5k.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთმა საგრძნობლად შეამცირა თვითმფრინავების რაოდენობა უკრაინის წინააღმდეგ ომში.

დაზვერვის თქმით, თუ რუსული თვითმფრინავები 2022 წლის მარტში, დღეში 300-მდე მისიას ასრულებდნენ, ახლა დღეში მხოლოდ ათამდე მისიას ახორციელებენ.

"რუსული თვითმფრინავების რაოდენობის შემცირება, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მუდმივად მაღალი საფრთხის, რუსული თვითმფრინავების ფრენების საათების შეზღუდვის, აგრეთვე ამინდის პირობების გაუარესების შედეგია.

რადგან რუსეთის სახმელეთო თავდასხმის ტაქტიკა დიდწილად ეყრდნობა ვიზუალურ იდენტიფიკაციას და უმართავ საბრძოლო მასალას, რუსეთის საჰაერო ძალები, სავარაუდოდ, გააგრძელებენ სახმელეთო თავდასხმის ოპერაციის ნელ ტემპს ზამთრის უამინდობის გამო", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა