logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: რუსული ძალების თავდაცვითი პოზიციები დაუცველია

16 დეკ 202218:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/16/3fr16th4xm8f63o.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსული ძალების თავდაცვითი პოზიციები დაუცველია.

"ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთის ჯარებმა განაგრძეს მნიშვნელოვანი ძალისხმევის დახარჯვა ფრონტის ხაზის გასწვრივ, ფართო თავდაცვითი პოზიციების შესაქმნელად. ჩრდილოეთ სექტორი, ქალაქ სვატოვოს ირგვლივ, სავარაუდოდ, მათი პრიორიტეტია.

დიდი თავდაცვითი ხაზების მშენებლობა კიდევ ერთი ილუსტრაციაა იმისა, რომ რუსეთი უბრუნდება პოზიციურ ომს, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში დიდწილად მიატოვეს დასავლეთის თანამედროვე არმიებმა", - ნათქვამია განცხადებაში.

12 დეკემბერს, ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ მიზნები, რომლებიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში დაისახა, არ შეცვლილა, თუმცა მათი მიღწევა ნაკლებსავარაუდოდ რჩება.


close დახურვა