logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: სვატოვოს რეგიონი, სავარაუდოდ, რუსული ჯარების დაუცველი ფლანგი გახდა

21 ნოე 202212:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/21/h8g8el633onj7ph.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, სვატოვოს რეგიონი, სავარაუდოდ, რუსული ჯარების დაუცველი ფლანგი გახდა.

როგორც ბრიტანეთის დაზვერვა ამბობს, უკვე ბოლო შვიდი დღეა, რაც ლუჰანსკის ოლქის ქალაქ სვატოვოში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება. ამასთან, დაზვერვა აღნიშნავს, რომ ფრონტის სხვა ნაწილებშიც, ისევე როგორც ლუჰანსკის ოლქში, რუსული ძალები პრიორიტეტს ანიჭებენ თავდაცვითი პოზოციების აშენებას, რომლებიც დაზვერვის თქმით, დაკომპლექტებულია ცუდად მობილიზებული რეზერვისტების მიერ.

"იმის გამო, რომ რუსეთის ფრონტის სამხრეთ-დასავლეთი ხაზი დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე უფრო უსაფრთხო გახდა, სვატოვოს სექტორი, ალბათ, რუსული ჯარების უფრო დაუცველი ოპერატიული ფლანგი გახდა. ვინაიდან, სვატოვო არის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ცენტრი ლუჰანსკის რეგიონში, რუსეთის ლიდერები, სავარაუდოდ, რეგიონზე კონტროლის შენარჩუნებას განიხილავენ", - ნათქვამია განცხადებაში.

ბრიტანეთის დაზვერვის თქმით, რუსეთის როგორც თავდაცვითი, ასევე შეტევითი შესაძლებლობები კვლავ შეზღუდულია საბრძოლო მასალისა და კვალიფიციური პერსონალის ძლიერი დეფიციტით.


close დახურვა