logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინული ძალები ლიმანში წინსვლას ცდილობენ

23 სექ 202217:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/23/44fx3zao29xtqxo.jpg

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანში წინსვლას ცდილობენ.

"უკრაინული სამხედრო ძალები დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანში წინსვლას ცდილობენ, რომელიც რუსულმა ჯარებმა მაისში დაიკავეს.

ბოლო სამი დღის განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა ხარკივის ოლქში მდინარე ოსკოლის აღმოსავლეთ სანაპიროზე პლაცდარმები დაიკავეს, სადაც რუსეთი სექტემბრის დასაწყისში თავდაცვის ხაზის შემნას ცდილობდა ხარკივის რეგიონიდან უკან დახევის შემდეგ.

ბრძოლის ველზე სიტუაცია ისევ რთულია, მაგრამ უკრაინა ზეწოლას ახდენს იმ ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთს საკუთარი მიზნების მისაღწევად სჭირდება," - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულმა ძალებმა 550 ჯარისკაცი დაკარგეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.  


close დახურვა