ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა ზოგიერთ რაიონში თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.
"ზოგიერთ რაიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს და რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.
დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსი ოკუპანტების ქმედებები ორაზროვანია. მათი თქმით, ზოგიერთი ქვედანაყოფი მანევრულ თავდაცვით ოპერაციას აწარმოებს, ზოგი კი პოზიციებს ტოვებს და უკან იხევს.
"რუსეთის საჰაერო ძალები უჩვეულოდ აქტიურობენ სამხრეთ უკრაინაში, სადაც საჰაერო სივრცე უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ქვეყნის სხვა ნაწილებში, თუმცა გაურკვეველია, იყო თუ არა მათი საჰაერო დარტყმები ეფექტური", - ნათქვამია განცხადებაში.