logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან უკრაინული ძალები ბახმუტთან წინ მიიწევენ

26 ივნ 202310:48
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/26/2nlgedwlshdo21s.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან უკრაინული ძალები ბახმუტთან წინ მიიწევენ.

"ჩრდილოეთიდან და სახმრეთიდან უკრაინის თავდაცვის ძალები ბახმუტის მახლობლად წინ მიიწევენ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ფედერაციას მნიშვნელოვანი რეზერვები ჰქონდეს იმისთვის, რომ ვითარება შეცვალოს.

აქამდე არ არსებობს ბევრი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ რუსეთს აქვს რაიმე მნიშვნელოვანი სახმელეთო ძალების რეზერვები ოპერატიულ დონეზე, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს მრავალი საფრთხის ფონზე, რომელიც ახლა მას ფართოდ გამოყოფილ სექტორებში ეჩვენება, ბახმუტიდან დნეპრის აღმოსავლეთ სანაპირომდე", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

ამასთან, ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ფრონტის ძირითად მიმართულებებზე ტაქტიკური წარმატება და პროგრესი აქვთ.


close დახურვა