logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: ხარკოვიდან რუსების გაყვანა აღიარებაა, რომ ვერ იღებენ ძირითად ქალაქებს

12 მაი 202213:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/12/47x45ze94ue843s.jpg

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთს ხარკოვის ოლქიდან სამხედრო შენაერთები გაჰყავს, რათა მოახდინოს მათი რეორგანიზაცია და დიდი სამხედრო დანაკარგის შემდეგ, აღადგინოს ძალები.

დაზვერვის ცნობით, უკრაინული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევებს ხარკოვის ჩრდილოეთით, დაიბრუნეს კონტროლი რუსეთის საზღვრებთან მყოფ რამდენიმე სოფელსა და ქალაქზე.

"ფაქტმა, რომ რუსეთის ფედერაციამ პრიორიტეტი დონბასს მიანიჭა, ხარკოვის ოლქში დისლოცირებული ქვედანაყოფები უკრაინის მობილური და მაღალი მოტივაციის მქონე კონტრშეტევითი ჯგუფების წინაშე მოწყვლადი გახადა", - აცხადებენ დაზვერვაში.

ბრიტანული სპეცსამსახურების ცნობით, ხარკოვის რეგიონიდან გაყვანილი ძალები, გაძლიერების შემდეგ, სავარაუდოდ მდინარე ჩრდილოეთ დონეცკის აღმოსავლეთ ნაპირზე განლაგდებიან და იზიუმის რაიონში რუსეთის ძირითადი ძალების დისლოცირების დასავლეთ ფლანგსა და ოპერაციის მომარაგების მთავარი გზების დამცველ ძალას შექმნიან.

"ხარკოვის ოლქიდან რუსი ჯარისკაცების გაყვანა არის მდუმარე აღიარება იმისა, რომ რუსეთს უკრაინის ძირითადი ქალაქების აღება არ შეუძლია", - აღნიშნულია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.


close დახურვა