logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ომის დაწყებიდან უკრაინაში სულ მცირე 10 რუსი გენერალი დაიღუპა

07 აგვ 202215:40
3 წუთის საკითხავი
clock 672
2022/08/07/1ddhmd7khv5ta01.jpg
ვლადიმერ პუტინი რუს სამხედრო გენერალთან, გენადი ჟიდკოსთან ერთად. ჟიდკო, სავარაუდოდ, ერთ-ერთია, ვინც უკრაინასთან ომისას თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში სულ მცირე 10 რუსი გენერალი დაიღუპა.

გარდა ამისა, ბრიტანეთის უწყების ცნობით, ჯარის წარუმატებელი მოქმედებების გამო, რუსეთმა, სავარაუდოდ, სულ მცირე 6 მეთაური გაათავისუფლა თანამდებობიდან.

ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, მმართველობის არა თანმიმდევრულობაა ერთ-ერთი მიზეზი, რაც ომში რუსეთს ტაქტიკურ და ოპერაციულ სირთულეებს უქმნის.

 
 

close დახურვა