logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთი ვაგნერს დონბასში სამხედრო დანაყოფების მსგავსად იყენებს

29 ივლ 202213:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/29/52f0byikprf3ucn.jpg

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთი კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერს  დონბასის რეგიონში სამხედრო დანაყოფების მსგავსად იყენებს.

დაზვერვის თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება 2015 წელს ამ ჯგუფის გამოყენების შემდეგ, როცა მათი მისიები რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ქმედებებისგან განსხვავდებოდა.

„მარტიდან რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ჯართან თანამშრომლობით მუშაობს. ვაგნერს, სავარაუდოდ, განაწილებული აქვს პასუხისმგებლობა ფრონტის ხაზის კონკრეტულ სექტორებზე, ჩვეულებრივი სამხედრო დანაყოფების მსგავსად“ - აცხადებს დაზვერვა.

ამ ტიპის ინტეგრაცია, დაზვერვის თქმით, ძირს უთხრის რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ვაგნერის ჯგუფთან კავშირის უარყოფის ტენდენციას. ბრიტანეთის ცნობით, ვაგნერის როლი სავარაუდოდ იმიტომ შეიცვალა, რომ რუსეთს აქვს ქვეითი მებრძოლების დეფიციტი. თუმცა ვაგნერის ძალები სავარაუდოდ, ომის ტრაექტორიაზე მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის საკმარისი არ იქნება.

 

close დახურვა