logo
ENG



ბრიტანეთის ელჩი: თუ შევეგუებით იმას, რაც უკრაინაში ხდება, პუტინი არ გაჩერდება

09 მარ 202200:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/09/3zwkrm2xukhkqu8.png

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი ამბობს, რომ თუ დასავლეთი ვლადიმირ პუტინს ვერ შეაჩერებს, "ის კიდევ უფრო შორს წავა". 

ფორმულასთან ინტერვიუში კლეიტონმა 2008 წლის საქართველოსა და 2014 წლის ყირიმის მოვლენები გაიხსენა და განაცხადა, რომ დასავლური ქვეყნები პუტინის ქმედებებს არ უნდა შეეგუონ. 

"მე ვფიქრობ, ჩემმა პრემიერმინისტრმა ძალიან ნათლად თქვა - ეს იყო არაპროვოცირებული თავდასხმა მშვიდობიან, დემოკრატიულ ქვეყანაზე, რაც გაერო ქარტიის და ყველა იმ პრინციპის აღმაშფოთებელი დარღვევაა, რომელსაც გაერთიანებული სამეფო იცავს. 

ამდენად, პრემიერმინისტრმა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ პუტინი უნდა დამარცხდეს. სწორედ ეს ამოძრავებს საერთაშორისო კოალიციას რუსეთის არაპროვოცირებული თავდასხმის წინააღმდეგ.

თუ პუტინს არ შევაჩერებთ, ის კიდევ უფრო შორს წავა. 

New York Time-ის სტატიაში პრემიერმინისტრმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ჩვენ უნდა გამოვიტანოთ დასკვნები იქიდან, თუ რა მოხდა 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს ყირიმში. 

დასკვნა კი შემდეგია: თუ მოხდება სიტუაციის ნორმალიზება და ჩვენ შევეგუებით იმას, რაც ხდება, მაშინ პუტინი არ გაჩერდება. ეს რისკი ძალიან რეალურია და სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ასე აქტიურად მოკავშირეებთან, რომ შევქმნათ კოალიცია რუსული აგრესიის წინააღმდეგ.

ვფიქრობ, საქართველო ამ კოალიციის ნაწილია იმ ნაბიჯებით, რაც გადადგა გაეროსა და სხვა საერთაშორისო ფორუმებზე". - თქვა მარკ კლეიტონმა


close დახურვა