ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი პარლამენტში იმყოფებოდა, ის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ფორმულასთან საუბრისას განაცხადა, რომ გია ვოლსკისთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა.
"ახლახანს უაღრესად მნიშვნელოვანი და სასარგებლო შეხვედრა მქონდა ბატონ ვოლსკისთან. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ბრიტანეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დიდი გულშემატკივარია. მნიშვნელოვანი გაგაგრძელდეს დიალოგი ამ საკითხზე", - განაცხადა ელჩმა.
ფორმულას ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსაც და საქართველოს ხელისუფლების კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, თუმცა ამაზე საჯაროდ არ უსაუბრიათ.