logo
ENG



ბრიტანეთის ელჩი უკრაინაში: რუსული სარაკეტო დარტყმები უკრაინაზე სასტიკი და არაეფექტურია

06 დეკ 202211:05
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/06/w843lmvv89935ew.jpg

ბრიტანეთის ელჩი უკრაინაში, მელინდა სიმონსი აცხადებს, რომ რუსული სარაკეტო დარტყმები უკრაინაზე სასტიკი და არაეფექტურია.

"რუსული სარაკეტო დარტყმები უკრაინის სამოქალაქო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ სასტიკი, ცინიკური და არაეფექტურია უკრაინული სულისა და მონდომების წინააღმდეგ", - აცხადებს სიმონსი.

5 დეკემბერს, რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონში და მათ შორის კიევში მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. რუსული ძალების მხრიდან სარაკეტო თავდასხმები მოხდა ზაპოროჟიეში, ვინიცაში, ჩერკასში, ოდესაში, პოლტავასა და დნეპროპეტროვსკში.

უკრაინის საჰაერო ძალებმა 60-ზე მეტი რუსული რაკეტა ჩამოაგდეს. კიევის, ვინიცასა და ოდესას რეგიონებში სარაკეტო დარტყმები ენერგეტიკულ ობიექტებზე მოხდა. კერძოდ, ოდესას რეგიონში ორი ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა.


close დახურვა