logo
ENG



ბრიტანეთის ვარაუდით, რუსეთი ზამთარში უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის ემზადება

16 სექ 202311:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/16/4npduj1pueeff5a.jpg
SERGEI SUPINSKY/AFP VIA GETTY IMAGES

ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ზამთარში უკრაინის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს შეუტევს და ამისთვის საკრუიზო ფრთოსანი რაკეტების შევსებულ მარაგს გამოიყენებს.

"2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტის შუალედში, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთმა შორი მანძილის დარტყმები განახორციელა. ამ თავდასხმებისთვის ძირითადად გამოიყენეს საკრუიზო ფრთოსანი რაკეტები (ALCM), განსაკუთრებით, თანამედროვე AS-23a KODIAK. რუსეთი იყენებს სტრატეგიულ ბომბდამშენებს, რათა ეს იარაღები რუსეთის ტერიტორიის სიღრმიდან გაისროლოს", - აღნიშნავენ უწყებაში.

დაზვერვა აღნიშნავს, რომ ღია წყაროების ვარაუდით, 2023 წლის აპრილის შემდეგ, ALCM-ისთვის გამოყოფილი ხარჯები შემცირდა, თუმცა რუსეთი, სავარაუდოდ, მოახერხებს ALCM-ების რეზერვის შევსებას, რის გამოც, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ზამთარში ამ იარაღს კვლავ გამოიყენებენ უკრაინული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.


close დახურვა