logo
ENG



ბრიტანეთის თავდაცვა: რუსეთის მცდელობა, შეასუსტოს სანქციები ცხადჰყოფს მათ წნეხს რეჟიმზე

29 მაი 202214:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/29/xe8redwz0j0j2hl.jpg

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის შეთავაზება სანქციების მოხსნის სანაცვლოდ შავ ზღვაში საკვებისთვის დერეფნების შექმნის მზაობაზე ცხადჰყოფს, რომ სანქციები პუტინის რეჟიმისთვის დიდი წნეხია.

25 მაისს რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ რუსეთი სანქციების მოხსნის სანაცვლოდ მზადაა გახსნას ჰუმანიტარული დერეფანი ხომალდებისთვის, რომლებიც შავ ზღვაში საკვებ პროდუქტებს გადაიტანენ.

რუდენკომ ასევე მოითხოვა, რომ უკრაინამ განაღმოს ოდესის პორტის გარშემო ტერიტორია, რაც გემების გადაადგილებას შესაძლებელს გახდის.

თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინამ საზღვაო ნაღმები მხოლოდ იმის გამო განათავსა, რომ შავ ზღვაში რუსეთის მხრიდან თავდასხმის რეალური საფრთხე არსებობს. რუსეთი კი განაღმვის მოთხოვნით ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

უწყება აცხადებს, რომ რუსეთი მსოფლიო საკვების უსაფრთხოებას საკუთარი პოლიტიკური მიზნების ბერკეტად იყენებს. გარდა ამისა, სამინისტროს თქმით, რუსეთი ცდილობს საკუთარი თავი კეთილგონიერ მხარედ წარმოაჩინოს და საკვების უსაფრთხოების კუთხით ნებისმიერ ჩავარდნაზე პასუხისმგებლობა დასავლეთს დააკისროს

„რუსეთის მცდელობა, რომ შეასუსტოს საერთაშორისო სანქციების სიმწვავე ასევე ხაზს უსვამს იმ წნეხს, რაც სანქციებს ამ რეჟიმისთვის მოაქვს“ - აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.


close დახურვა