დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსულ დანაყოფებს დიდი დანაკარგების გამო რეორგანიზაციისა და მარაგების შესავსებად რუსეთსა და ბელარუსში დაბრუნება უწევთ.
დაზვერვის ინფორმაციით 30 მარტის მონაცემებით, რუსეთს სახმელეთო ძალები შემცირებულია, რის გამოც სავარაუდოდ კომპენსაციას მასობრივი არტილერიისა და სარაკეტო შეტევებით ეცდება.
"რუსულ დანაყოფებს დიდი დანაკარგები აქვთ და იძულებულები არიან ბელარუსსა და რუსეთში დაბრუნდნენ რეორგანიზაციისთვის და მარაგების შესავსებად. ამგვარი ქმედება რუსეთის უკვე დეფორმირებულ ლოჯისტიკაზე წნეხს ზრდის და გვაჩვენებს, რომ რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო დანაყოფების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს", - აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ რუსული ძალები ამჟამად დონეცკსა და ლუგანსკზე კონცენტრირდება, რაც იმის არაპირდაპირი აღიარებაა, რომ რუსეთს ერთზე მეტ ადგილას დაწინაურების შენარჩუნება უჭირს.