logo
ENG



ბრიტანეთის თავდაცვა: უკრაინა მისი საჰაერო სივრცის უმეტესობაზე კონტროლს ინარჩუნებს

27 აპრ 202213:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/27/ljw8vx9xlai6dw2.png

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინამ რუსეთის შემოჭრიდან ორი თვის შემდეგ, მისი საჰაერო სივრცის უმეტესობაზე კონტროლი შეინარჩუნა.

“უკრაინა თავისი საჰაერო სივრცის უმეტეს ნაწილზე კონტროლს ინარჩუნებს. რუსეთმა უკრაინის საჰაერო ძალებისა და თავდაცვის განადგურება ვერ შეძლო. უკრაინა რუსეთის საჰაერო თავდასხმების მოგერიებას რისკის ქვეშ აგრძელებს,” - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, რუსეთის საჰაერო აქტივობა ახლა უპირველეს ყოვლისა სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაზეა ორიენტირებული, რათა იქ მისი სახმელეთო ძალების მხარდაჭერა უზრუნველყოს. ამასთან, რუსეთის წვდომა უკრაინის ჩრდილოეთით და დასავლეთით ძალიან შეზღუდული რჩება.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის თავდასხმები უკრაინის ინფრასტრუქტურასა და სამხედრო აქტივებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.


close დახურვა