logo
ENG



ბრიტანეთის საელჩო: მხარში ვუდგავართ ქართველებს ძლიერი, თავისუფალი ქვეყნის შენებაში

09 აპრ 202416:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/09/la6uz4bpdn2ngqb.jpg

ბრიტანეთის საელჩო 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლის გასვლას X-ზე განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ ბრიტანეთი მხარში უდგას საქართველოს მოქალაქეებს ძლიერი, თავისუფალი და სუვერენული ქვეყნის შენებაში.

"დღეს, ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ყველას, ვინც 35 წლის წინ იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და კეთილდღეობისთვის.

ჩვენ მხარში ვუდგავართ საქართველოს მოქალაქეებს ძლიერი, თავისუფალი და სუვერენული ქვეყნის შენებაში", - წერია საელჩოს განცხადებაში.

 

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიით და მსხვერპლით დაწყებული თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.

9 აპრილს, გამთენიისას რუსულმა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლა დაიწყო. ამ ღამეს ასობით ადამიანი დაშავდა და მოიწამლა. სადამსჯელო ოპერაციას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ, მათ შორის სამი 16 წლის მოზარდიც იყო.


close დახურვა