logo
ENG



ბრიტანეთის საელჩო არჩევნებზე: ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას

03 ოქტ 202118:14
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/03/zzewgyojyziiaie.jpg

საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებით, მხარს უჭერს ეუთო/ოდირის განცხადებას, რომ არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული და ჩატარდა კონკურენტუნარიან გარემოში, თუმცა დარღვევების შესახებ ბრალდებებმა პროცესი დააზიანა.

საელჩოს შეფასებით, ეს ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას.

"იმედი გვაქვს, ყველა პოლიტიკური პარტია ჩაერთვება მე 2 ტურებში". - წერს საელჩო ტვიტერზე

ეუთო ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ ჯონსონმა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების პროცესი შეაჯამა.

ჯონსონის თქმით, არჩევნები ორგანიზებულად ჩატარდა, თუმცა შეინიშნებოდა დარღვევები.

სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის შეფასებით, საარჩევნო კამპანიის დროს შეინიშნებოდა ამომრჩეველთა დაშინება, ხმების მოსყიდვა და კანდიდატებზე ზეწოლა.

ვრცლად ეუთო/ოდირის შეფასება წაიკითხეთ აქ. 


close დახურვა