logo
ENG



ბრიტანეთის საელჩო გვარამიაზე: თავისუფალი მედიის სადარაჯოზე ვართ

16 მაი 202215:43
3 წუთის საკითხავი
 
ბრიტანეთის საელჩო გვარამიაზე: თავისუფალი მედიის სადარაჯოზე ვართ

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კლერ ოლბლესი აცხადებს, რომ მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო იმედგაცრუებულია. 

"ბრიტანეთი თავისუფალი მედიის სადარაჯოზეა. თავისუფალი მედიის გარეშე, მოქალაქეები, ვერ შეძლებენ საკუთარი დემოკრატიული უფლებების განხორციელებას", - ნათქვამია ოლბლესის განცხადებაში.

სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.


close დახურვა