logo
ENG



ბრიტანეთის საელჩო შეთანხმების ჩაშლაზე: ვწუხვართ, ეს გააჭიანურებს ევროინტეგრაციის პროცესს

31 მარ 202112:40
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/31/i7vfa5tlg5y6pb3.jpg

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ვერმიღწევის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

საელჩო განცხადებაში აღნიშნავს, რომ ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა და გააჭიანურებს საქართველოს პროგრესსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს.

"ძალიან ვწუხვართ, რომ ევროკავშირის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებზე საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა. ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა და გააჭიანურებს საქართველოს პროგრესს და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. მნიშვნელოვანია მეტი პროგრესი სასამართლო და საარჩევნო რეფორმების კუთხით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს გააგრძელონ მოლაპარაკებები მანამ სანამ არ შედგება შეთანხმება ყველა საკითხზე", - ნათქვამია განცხადებაში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის მედიაციით გამართული მორიგი, 7-საათიანი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. კრისტიან დანიელსონის განცხადებით, არცერთმა პარტიამ არ მიიღო გადაწყვეტილება და არ მოაწერა ხელი მის მიერ წარდგენილ დოკუმენტს. მან საქართველო უკვე დატოვა.


close დახურვა