logo
ENG



ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი: მოვუწოდებ ოცნებას, შეცვალოს კურსი, გააუქმოს კანონმდებლობა

14 მაი 202418:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/14/pzzzj2jlst8xxr6.jpg

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში ნუსრათ ღანი რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ პარტნიორების მსგავსად, ბრიტანეთიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ კანონმდებლობის შემოღებას.

ნუსრათ ღანი აცხადებს, რომ დღეს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩს ესაუბრა და განუცხადა, რომ ღრმა შეშფოთებით აკვირდებიან მიმდინარე მოვლენებს.

"საქართველოში სცენები შოკისმომგვრელია - და როგორც საქართველოს მეგობრები, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ.

საქართველოს პარლამენტმა დღეს კვლავ დაუჭირა მხარი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს. ჩვენი პარტნიორების მსგავსად, დიდი ბრიტანეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ კანონმდებლობის შემოღებას.

ეს კანონპროექტი და მისი თანმხლები მომიტინგეების ორკესტრირებული დაშინება არ შეესაბამება NATO-ს ასპირანტი ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებს და ფუნდამენტურად რისკავს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

როგორც მე ვუთხარი საქართველოს ელჩს ჩვენი დღევანდელი შეხვედრის დროს, ჩვენ ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს კურსი და გააუქმოს ეს კანონმდებლობა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი მიიღო.


close დახურვა