ბრიტანეთის დაზვერვა აცხადებს, რომ უკრაინაში მდინარე სივერსკი დონეცზე არსებული ყველა მთავარი ხიდი, რომელიც სევეროდონეცს უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიასთან აკავშირებს, სავარაუდოდ განადგურებულია.
დაზვერვის თქმით, უკრაინამ, სავარაუდოდ, სევეროდონეცკიდან მებრძოლი სამხედროების დიდი ნაწილი გამოიყვანა.
„უკრაინამ სავარაუდოდ, მოახერხა მებრძოლი სამხედროების დიდი ნაწილის გამოყვანა, ვინც სევეროდონეცკში იბრძოდა. სიტუაცია უკრაინული ძალებისა და იმ მოქალაქეებისთვის, ვინც მდინარის აღმოსავლეთ მხარეს რჩება, კვლავ ძალიან რთულია“ - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.
დაზვერვის ცნობით, რუსეთის საბრძოლო ძალები დონბასში, სავარაუდოდ გაზრდილი და აუცილებლობის გამო შექმნილი სუსტ დანაყოფებით მოქმედებენ.
„როგორც უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, ზოგიერთი რუსული ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფებში რომლებიც, როგორც წესი 600-800 პერსონალისგან შედგება - მხოლოდ 30-მდე სამხედროს მობილიზება შეძლეს“ - წერს უწყება.
ბრიტანეთი აცხადებს, რომ ორივე მხარისთვის საკვანძო ქალაქებისთვის ბრძოლა, სავარაუდოდ, მცირე საბრძოლო ქვეითთა ჯგუფებზე გადადის. ამ პირობებში კი რუსეთის ისეთი უპირატესობები, როგორიცაა ტანკების დიდი რიცხვი, ამ პირობებში რელევანტურობას კარგავს, რაც საბოლოო ჯამში რუსეთის დაწინაურებას კიდევ უფრო ანელებს.